შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



“ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა“
18.10.2022
უკან დაბრუნება
“ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა“ ეს იყო ბრიფინგის მთავარი თემა რომელიც ანტიკორუფციულმა მოძრაობამ ქუთაისში გამართა. მოძრაობის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა ტიციან ტაბიძის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები შეაფასა. მისი თქმით ადგილზე სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, იმის მიუხედავად რომ ეს ქუჩა არ საჭიროებს მათ გამოცვლას. როგორც ცამციშვილი აცხადებს სამუშაოების გამო ეს ლოკაცია დატბორილია და ქუჩაზე ჭირს როგორც ავტომანქანის გადაადგილება, ასევე ფეხით მოსიარულეებს პრობლემებს უქმნის. ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი ადგილობრივი თვითმმართველობას ქალაქში არსებული სამუშაოების აქტიური მონიტორინგისკენ მოუწოდებს.