შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამართალდამცავებმა იმერეთში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
18.10.2022
უკან დაბრუნება
სამართალდამცავებმა იმერეთში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქალაქ ზესტაფონში, სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენის მოპოვების მიზნით, მოქალაქეებს, სპეციალურად მოწყობილი შენობის ქვეშ, გვირაბი ჰქონდათ გაყვანილი. მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილია 0,6 ტონა უკანონოდ მოპოვებული წიდა. ასევე აღმოჩენილია ე.წ. ჩამბარებელი პუნქტი, სადაც დასაწყობებული იყო 24 ტონა უკანონოდ მოპოვებული სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი. წიაღისეული დაილუქა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა.