ქუთაისში, მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრის გაქურდვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
18.10.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში, მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრის გაქურდვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, ნივთმტკიცებად სრულად ამოღებულია ტექნიკა.
ქუთაისის მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრიდან “მთავარი არხის” ჟურნალისტის კუთვნილი ლეპტოპი, “ტვ პირველის” ვიდეოკამერა და პირდაპირი ჩართვის აპარატი წაიღეს.
მერიის შენობაში ჟურნალისტებისათვის მედიაცენტრი ორი წლის წინ, ქალაქის მერის, იოსებ ხახალეიშვილის გადაწყვეტილებით მოეწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო.