18 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 425 ბავშვი დაიღუპა
18.10.2022
უკან დაბრუნება
18 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 425 ბავშვი დაიღუპა, 815-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დროებით ოკუპირებული და გათავისუფლებული ტერიტორიებიდან მიღებული ცნობების გადასამოწმებლად.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსულმა აგრესიამ ყველაზე მეტად დონეცკის, ხარკოვის, კიევის, მიკოლაევის, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის რეგიონებში მცხოვრები ბავშვები დააზარალა.
-0:08