გენერალური პროკურორის შერჩევის წესი იცვლება - კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, დღეს პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით უნდა ეყაროს კენჭი.
პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით, ანუ 90 ხმით. თუ აღნიშნული წესით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა მოხდება სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ 76 ხმით და ამ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა იქნება ერთი და არა ექვსი წელი, როგორც ეს 90 ხმით არჩევის შემთხვევაშია გათვალისწინებული.
საკონსტიტუციო ცვლილებები გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე განიხილა.