რუსული აგრესიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ღამით ნიკოლაევი გახდა
17.10.2022
უკან დაბრუნება
რუსული აგრესიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ღამით ნიკოლაევი გახდა. საოკუპაციო ძალები ქალაქს ირანული, ე.წ. „კამიკაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაზიანდა სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტები და ფარმაცევტული საწყობი, გაჩნდა ხანძარი.
ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, უკრაინელებმა ათი დრონი ჩამოაგდეს. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს დონბასშიც, სადაც უკრაინის თავდაცვითი ძალები, ტერიტორიების დაბრუნების მიზნით, წინ მიიწევენ.