შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30 ტურში ქუთაისის ტორპედო თბილისის საბურთალოს დაუპირისპირდა
17.10.2022
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30 ტურში ქუთაისის ტორპედო თბილისის საბურთალოს დაუპირისპირდა. შეხვედრა ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. მატჩი სანახაობრივად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. შეხვედრის პირველ ტაიმში მეტოქეებმა გოლების გაცვლა მოახერხეს, ხოლო მეორე ტამი უგოლოდ, საბოლოო ანგარიშით 1:1 დასრულდა . გათამაშების ცხლიში ტორპედო კვლავ მე-5 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქუთაისელები თბილისის ლოკომოტივთან 22 ოქტომბერს გამართავს.