შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მდებარე ყოფილი მუზეუმის შენობაში საგამოფენო სივრცის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
17.10.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მდებარე ყოფილი მუზეუმის შენობაში საგამოფენო სივრცის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ,,ცოტა ხანში მუზეუმი იქნება ერთ-ერთი სამაგალითო ობიექტი არა მხოლოდ ჩემს მშობლიურ ქუთაისში, არამედ ქვეყნის მასდშტაბით. შენობა, სადაც ერთ დროს თვით ილია ჭავჭავაძე მოღვაწეობდა, იბრუნებს ფასადის პირვანდელ იერსახეს და დარწმუნებული ვარ, გახდება ქუთაისის დიდი ისტორიის, კულტურის, მომავლის და პერსპექტივის სინთეზის სიმბოლო’’----წერს სოციალურ ქსელში ქუთაისის ვიცე- მერი, ირაკლი ქარქაშაძე. რამდენიმ,ე წლის წინ, ქალაქ- მუზეუმის ტერიტორიაზე ,,მაკდონალდსის’’ აშენებამ ქუთაისელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თემურ ჭყონია მუზეუმის ადგილზე სასტუმროს აშენებას გეგმავდა, რაც ეტყობა არ გახდა შესაძლებელი.