14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა მთელი საქართველოს მოქმედ ეკლესიებში აღევლინება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოველში იქადაგა. მან მრევლს, სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.