წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ავტომობილი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაწვეს
12.10.2022
უკან დაბრუნება
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ავტომობილი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაწვეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. გია ხარჩილავას განმარტებით, შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა უკვე დაათვალიერეს.