შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს
12.10.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. კანონპროექტი ოპოზიციური პარტია “ლელოს დეპუტატებმა” – ანა ნაცვლიშვილმა, დავით უსუფაშვილმა, შალვა შავგულიძემ და სალომე სამადაშვილმა წარადგინეს. ამჟამად მოქმედი წესით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოვიდნენ უვიზოდ, საზღვარგარეთის პასპორტით და დარჩნენ ერთი წლის განმავლობაში. კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა საქართველოში საზიანოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ამიტომ წესები უნდა გამკაცრდეს.