შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“-ში შეყვანილი, ე.წ. „გაგრის ჯგუფის“ სამი წევრი, სასამართლომ, დამნაშავედ ცნო
12.10.2022
უკან დაბრუნება
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“-ში შეყვანილი, ე.წ. „გაგრის ჯგუფის“ სამი წევრი, სასამართლომ, დამნაშავედ ცნო. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა, ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული მკვლელობის მცდელობა, მძევლად ხელში ჩაგდება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა. სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მათ საბოლოოდ მიესაჯათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა .