შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა მობილიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო
12.10.2022
უკან დაბრუნება
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა მობილიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქების გუბერნატორებმა გაასაჯაროვეს. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა, რომ მათ ახალი სამობილიზაციო დავალება მიიღეს. როგორც ის ამბობს მუნიციპალური გაწვევის კომისიებმა მობილიზაციის განხორციელება უკვე დაიწყეს. მეორე ოლქი, სადაც მობილიზაცია გამოცხადდა კურსკია. "პირველი დავალება 100%-ით შევასრულეთ, ახლა მეორე მივიღეთ და სამხედრო კომისარიატებთან ერთად ვმუშაობთ ამ ამოცანის შესრულებაზე", - აცხადებს კურსკის პირველი ვიცე-გუბერნატორი ალექსეი სმირნოვი. .მობილიზაციის დაწყებიდან დღემდე, რუსეთიდან საქართველოში, ყაზახეთსა და ევროკავშირში დაახლოებით 700 000 ადამიანი წავიდა.