გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათაო ოფისში გამართულ მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის 50-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
12.10.2022
უკან დაბრუნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათაო ოფისში გამართულ მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის 50-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
სესიას მსოფლიოს 130-მდე ქვეყნის მინისტრი და მაღალი რანგის დელეგატები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე განხილვის მთავარი თემა სასურსათო უსაფრთხოების და კვებითი ღირებულების მხრივ არსებული სიტუაციის განხილვა იყო.ოთარ შამუგიამ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება სასურსათო უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე და გამოწვევებზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე ყველა სახელმწიფო პროექტი და პროგრამა მიზნად ისახავს, ქვეყანაში შეიქმნას რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი.