შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რუსეთის აგრესია უკრაინაში გრძელდება
11.10.2022
უკან დაბრუნება
რუსეთის აგრესია უკრაინაში გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე. ოკუპანტებმა 84-ზე მეტი სარაკეტო და საავიაციო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის თავდაცვის სისტემამ 56 საჰაერო სამიზნე გაანადგურა. ცნობას ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. ოფიციალური კიევი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან საავიაციო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნებულია. ოკუპანტების მოგერიების მიზნით უკრაინულმა არმიამ დონბასის ოლქში სამხედრო წვრთნა გაააქტიურა.