თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება
11.10.2022
უკან დაბრუნება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 11 ოქტომბრის 10.00 საათიდან და გაგრძელდება 13 ოქტომბრის 18.00 საათამდე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს.
თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით - 2020 წელს აირჩა.