უკრაინაში ოკუპანტების თავდასხმას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა
11.10.2022
უკან დაბრუნება
უკრაინაში ოკუპანტების თავდასხმას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის წალენჯიხის მკვიდრი, 44 წლის ედიშერ კვარაცხელია იყო.
ჯარისკაცი ქართულ ლეგიონში მსახურობდა და გამნაღმველი იყო. ის სარაკეტო იერიშის დროს დაიღუპა.
უკრაინაში 24 თებერვლიდან დაწყებულ ომს 20 ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა.