ძლიერმა წვიმამ ხობის მუნიციპალიტეტშიც შექმნა პრობლემები
11.10.2022
უკან დაბრუნება
ძლიერმა წვიმამ ხობის მუნიციპალიტეტშიც შექმნა პრობლემები. უხვმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების პირველ სართულებზე.
დაიტბორა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუა ხორგა -ყულევის მე-4 კილომეტრზე გზის სავალი ნაწილი, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები . ხობის მერის განცხადებით, დაიწყება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. შექმნილია კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის.