უხვი ნალექის გამო წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა
11.10.2022
უკან დაბრუნება
უხვი ნალექის გამო წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანებულია სახნავ-სათესი სავარგულების ნაწილი და დახოცილია შინაური ფრინველი.
ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა საავტომობილო გზები და ხიდები, ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა შეუძლებელი გახდა. რამდენიმე საათის განმავლობაში ჩახერგილი იყო ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა.
სტიქიამ გზის მიმდებარედ რამდენიმე ხე ძირფესვიანად მოგლიჯა, რის გამოც სატრანსპორტო გადაადგილება ორმხრივად აიკრძალა. ადგილზე მუშაობდა მძიმე ტექნიკა , მოძრაობა გვიან ღამით აღდგა.