პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სანქციების გვერდის ავლის მორიგ სავარაუდო ფაქტს ასაჯაროებს
11.10.2022
უკან დაბრუნება
პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სანქციების გვერდის ავლის მორიგ სავარაუდო ფაქტს ასაჯაროებს.
როგორც ხოშტარიამ ბრიფინგზე, ანტიკორუფციული მოძრაობის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, სახმელეთო, სარკინიგზო გზით, გარდაბნის საბაჟო გამშვები პუნქტიდან, საქართველოში რუსული სანქცირებული კომპანიის, "როსნეფტის" მიერ 81 ათასი ტონა ბენზინი შემოვიდა. მისი თქმით ამ ინფორმაციას პარტნიორებს მიაწვდიან, რათა პერსონალური სანქციებით დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ომში რუსეთის მხარდაჭერას ხელს უწყობენ და საქართველოს სახელმწიფოს ჩრდილს აყენებენ.
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმიანება.
“შენი და შენი ოჯახის ჯიბეში რამდენი მილიონი სანქცირებული რუბლია? ასე ხდება, როდესაც ბინძურ და უტიფარ პოლიტიკანებს შუბლის ძარღვი გაუწყდებათ, თორემ ხმას როგორ უნდა იღებდეს, წლებია კრემლიდან ფინანსდება, რაც თავად დაადასტურა….”- წერს სოციალურ ქსელში ნიკოლეიშვილი.