ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ საზღვარი გადმოწიეს
10.10.2022
უკან დაბრუნება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ საზღვარი გადმოწიეს, რომლის ფარგლებში ლითონის ბოძები და მავთულხლართები დაამონტაჟეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხების სამსახური ავრცელებს.
ფაქტთან დაკავშირებით ცხელი ხაზი უკვე გააქტიურდა. უკანონო პროცესის შესახებ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ინფორმირებული არიან. სახელმწიფო უსაფრთხების სამსახური სრულ პასუხისმგებლობას საოკუპციო ძალას აკისრებს.