შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თელავში, ღვინის დღეების გახსნას დაესწრო.
10.10.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თელავში, ღვინის დღეების გახსნას დაესწრო. თელავში ფესტივალის ფარგლებში , ერეკლე მეფის სასახლის ეზოში მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იყო კვების სივრცე, სადაც შესაძლებელი გახლდათ ადგილობრივი მზარეულების მიერ დამზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა, ღვინით ხატვის და კერამიკის მოხატვის მასტერკლასები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ექსკურსიები თელავის მარნებში. ასევე გაიმართა ინტერაქტიული გამოფენა „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“. ირაკლი ღარიბაშვილმა, , საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კახეთში, წინანდალში უმასპინძლა. დღის ბოლოს მთავრობის მეთაურმა ელჩები საპატიო ვახშამზე მიიღო. ვახშმამდე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა,, წინანდლის ისტორიულ ვენახში ყურძენი დაკრიფეს და კულინარიულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა. ღვინის დღეების პირველი დღე თელავში დასკვნითი გალა-კონცერტით დასრულდება.