ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, საფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო, ორი კვირით დაიხურება
10.10.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, საფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო, ორი კვირით დაიხურება.
შესაბამის განცხადებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გეგმიური ინფრასტრუქტურული პროექტი 10 ოქტომბირდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საძირკველის ნაწილს. ის ავიაკომპანიები კი, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები თუ 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ. ქუთაისის აეროპორტის გეგმიურ სააეროდრომო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით 8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა, რომელიც სრულად აეროპორტების გაერთიანების შემოსავლებით განხორციელდება.