საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი
08.10.2022
უკან დაბრუნება
საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი. ამის შესახებ საგანგებო განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„ნებისმიერი ფრანგი მოგზაურის, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ, არსებობს დაკავების და გასამართლების მაღალი რისკი“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე თქმით, საფრანგეთის საელჩოს ირანში დაკავებული ფრანგების დაცვა არ შეუძლია.