შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ყირიმის ხიდის სარკინიგზო განშტოებაზე დილით ძლიერი ხანძარი გაჩნდა
08.10.2022
უკან დაბრუნება
ყირიმის ხიდის სარკინიგზო განშტოებაზე დილით ძლიერი ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით სატვირთო ავტომობილი აფეთქდა და მატარებლის საწვავი ავზები აალდა. ოკუპირებული ყირიმის ე.წ. „ხელისუფლების“ ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მიხაილ მიშუსტინს დაავალა, შექმნას სამთავრობო კომისია ყირიმის ხიდზე არსებული საგანგებო ვითარების გამომწვევი მიზეზების დასადგენად და შედეგების რაც შეიძლება სწრაფად აღმოსაფხვრელად.