შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა 54-ე სეზონი გახსნა
08.10.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა 54-ე სეზონი გახსნა. შემოქმედებითი წელი ბიძინა კვერნაძის ოპერით, “მერვესა წელსა“ დაიწყო. ოპერას საფუძვლად უდევს რობერტ სტურუას ლიბრეტო, შექმნილი იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამების“ მოტივების მიხედვით . სპექტაკლს ვახტანგ ჯავახიშვილი დირიჟორობდა. როგორც ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი ზურაბ იოკაშვილი აცხადებს,თეატრალური სეზონი ბევრი საინტერესო სპექტაკლით და ღონისძიებით იქნება დატვირთული .