ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის რანგში პარლამენტში თავისი ბოლო ანგარიში შეაფასა
08.10.2022
უკან დაბრუნება
ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის რანგში პარლამენტში თავისი ბოლო ანგარიში შეაფასა. მისი თქმით, ანგარიშის განხილვა საკმაოდ მწვავე იყო და მმართველი პარტიის მხრიდან მის მიმართ ძირითადად კრიტიკა ისმოდა. .
საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ლომჯარიას 5 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით წვლილი არ შეუტანია. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, სახალხო დამცველის კრიტიკას მიესალმება, თუმცა ლომჯარია ამას თავდასხმად ნათლავს.