შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა
08.10.2022
უკან დაბრუნება
ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და აჭარის მთავრობის წევრები მივიდნენ. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ტრაგედიის დროს დაღუპულთა უკვდავსაყოფად სამომავლოდ მემორიალი გაიხსნება. უწყების ინფორმაციით, დანგრეული შენობის ადგილზე დაზარალებულთათვის ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. მიმდებარე კორპუსებზე ექსპერტიზა ჩატარდა და გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდა. 2021 წლის 8 ოქტომბერს, კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი იყო.