ქუთაისში მოსახლეობის გარკვეული კატეგორია საზოგადობრივი ტრანსპორტით უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის უფლებით ისარგებლებს
07.10.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში მოსახლეობის გარკვეული კატეგორია საზოგადობრივი ტრანსპორტით უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის უფლებით ისარგებლებს. ცვლილება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის №177 დადგენილებაშია შეტანილი.
შეღავატები მოქმედებს მხოლოდ ქუთაისში რეგისტრირებულ პირებზე. ცვლილება ეხება შეზღუდული შესაძლებლობებისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე პირებს ასევე გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარეებსაც. მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანებსა და დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს.