შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყანაში 6 ოქტომბრიდან ფასების ზრდა აკრძალა
07.10.2022
უკან დაბრუნება
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყანაში 6 ოქტომბრიდან ფასების ზრდა აკრძალა. ამის შესახებ ლუკაშენკომ ეკონომიკის ბლოკთან ერთად ინფლაციის საკითხის განხილვის შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით იქნება გამონაკლისები, რომლებზეც გადაწყვეტილებას ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის მინისტრი ან ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მიიღებს. ლუკაშენკოს მუქარით პასუხს აგებს ყველა ვინც ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბაზრიდან გასვლას ან ობიექტის დახურვას გადაწყვეტს.