უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ქართულ ბანკებში რუსეთის 45,349 -მა მოქალაქემ და რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა გახსნა ანგარიში და დეპოზიტებზე 1 მლრდ 200 მლნ ლარი შეიტანა
07.10.2022
უკან დაბრუნება
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ქართულ ბანკებში რუსეთის 45,349 -მა მოქალაქემ და რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა გახსნა ანგარიში და დეპოზიტებზე 1 მლრდ 200 მლნ ლარი შეიტანა. ამ დროისთვის რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში 1,2 მლრდ ლარი აქვთ განთავსებული.
მონაცემები ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა [IDFI] დაითვალა
და მოიცავს 24 თებერვლიდან – 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს.
“რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში აქტიური შემოსვლა განიხილება.
IDFI პერიოდულად სწავლობს და აქვეყნებს საზღვრის კვეთის და რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დამკვიდრებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს.