საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმყოფება, სადაც ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში მონაწილეობს
07.10.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმყოფება, სადაც ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში მონაწილეობს.
ღარიბაშვილი პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
შეხვედრაზე ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა და ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გაერთიანებაზე ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძეც არიან.