შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანმო კორონავირუსის შემთხვევების ზრდას მოელის
06.10.2022
უკან დაბრუნება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანმო კორონავირუსის შემთხვევების ზრდას მოელის, თუმცა არ მიიჩნევს, სიკვდილიანობის მაჩვენებელის გაზრდას „ [შემთხვევების ზრდა] მოსალოდნელია, რადგან ამინდი ცივი ხდება და ხალხი უფრო მეტ დროს ატარებს შენობებში. უმეტეს ქვეყნებს აღარ აქვთ ზომები მიღებული ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით. ჩვენ მოველით, რომ კორონავირუსის დარეგისტრირებული შემთხვევების რიცხვი გაიზრდება, თუმცა ეს არ ეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს ვაქცინები და თერაპიული საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ სიცოცხლის გადარჩენა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე განაცხადა, რომ „ომიკრონის“ შტამი მსოფლიოში დომინანტურ შტამად რჩება. „ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გააძლიერონ მეთვალყურეობა, ტესტირება, სეკვენირება და რისკის ქვეშ მყოფი ყველა ჯგუფის ვაქცინაცია უზრუნველყონ“, - დასძინა მან.