შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის „ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ დახურვის ცერემონია გაიმართა
06.10.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის „ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიბაზე პროექტში ჩართულმა სტუდენტებმა ბენეფიციარ ბიზნეს-კომპანიებთან ერთად, შექმნილი და კომპანიაში დანერგილი აისიტი გადაწყვეტები წარადგინეს. პროგრამა მიზანდ ისახავს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნას. პროექტი 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში ჩართვის შესაძლებლობა საქართველოში მოქმდ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ქონდათ. პროექტში 250-მდე კომპანია და 100-მდე სტუდენტი იყო ჩართული. დახურვის ცერემონიალს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, იუსაიდის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკორდი, პროექტის ორგანიზატორები და მონაწილეები დაესწრნენ.