იმერეთში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 40-მდე პროექტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
06.10.2022
უკან დაბრუნება
იმერეთში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 40-მდე პროექტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ევროკავშირის დაფინანსებით, თერჯოლაში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. საპილოტე პროგრამის ეგიდით აღნიშნულ მუნიციპალიტეტში შენდება საბავშვო ბაღი, ასევე ეწყობა ტურისტული ლოკაცია, ამფითეატრი და რეკრეაციული სივცეები. გარდა ამისა, რეაბილიტაცია უტარდება ამფითეატრის მიმდებარე შენობებს. კეთდება მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის და რედაქციის შენობის გარე ფასადები. სოფელ ძევრში, მდინარე ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული ზონა მოეწყობა.
ევროკავშირის დაფინანსებით პროექტის ფარგლებში 120 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო