ზამთარი იქნება რთული, თუმცა ჩვენ ამისთვის ვემზადებით - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა
06.10.2022
უკან დაბრუნება
ზამთარი იქნება რთული, თუმცა ჩვენ ამისთვის ვემზადებით - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანა გაზისა და ნახშირის მარაგებს აგროვებს. უკრაინის პირველმა პირმა ხერსონზეც ისაუბრა. მისი თქმით, რეგიონში დამატებით 3 დასახლება გათავისუფლებულია.
"მინდა აღვნიშნო ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების, "ოლექსანდრიას" პერსონალი, რომ შექმნეს პირობები ხერსონის ოლქში წარმატებული შეტევისთვის, აქტიური ოპერაციების დაგეგმვისა და მომზადებისთვის. ზამთარი რთულიიქნება, მაგრამჩვენ ვაგროვებთ ყველაფერს- გაზს, ნახშირს. ვმუშაობთ, რომ ზამთარს მომზადებული შევხვდეთ.
ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ რისკებს. ვიცით, რომ ოკუპანტები ასევე ემზადებიან ზამთრისთვის. ხელისუფლების ყველა დონეზე მუშავდება სცენარები, რათა დავიცვათ ხალხი.