უკრაინაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 22 კი - დაშავდა
06.10.2022
უკან დაბრუნება
უკრაინაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 22 კი - დაშავდა, - აღნიშნულ მონაცემებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო აქვეყნებს.
ტიმოშენკოს ინფორმაციით, დონეცკის ოლქში დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის დროებითი ოკუპაციის დროს მოკლულია 10. ახლად გათავისუფლებულ ქალაქებში იპოვეს: ხუთი სვიატოგორსკში და ხუთი - ლიმანში. ამასთან, ოლქში, გასული დღის განმავლობაში 3 მოქალაქე დაშავდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთი ადამიანი დაიღუპა დნეპროპეტროვსკის ოლქში, რომელიც ნაღმზე აფეთქდა, ზაპოროჟიეში - 4 და დაშავდა 15 ადამიანი, ხარკოვის ოლქში - 3 ადამიანი დაშავდა, ხერსონში- ერთი დაიღუპა და ერთი დაშავდა.