გზებზე სიკვდილიანობით ევროპაში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს
05.10.2022
უკან დაბრუნება
გზებზე სიკვდილიანობით ევროპაში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელშიც გაწერილია დამატებითი ჯარიმები, რაც სიჩქარის გადაჭარბებისა და სხვა დარღვევებისთვის მძღოლებს დაეკისრებათ.