გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი კლიმატოლოგი ეწვია
05.10.2022
უკან დაბრუნება
გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი კლიმატოლოგი ეწვია.
ალესანდრო მასარი საქართველოში
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით იმყოფება.
მან გელათის ძირითად ტაძარში არსებული კლიმატური პირობები უნდა შეისწავლოს.
ტაძრის დასავლეთ მკლავის ხარვეზიანი გადახურვა მაისის თვიდან გახსნილია, მოეწყო ახალი დროებითი გადახურვა და მიმდინარეობს ტაძრის კედლების გამოშრობა.
კლიმატოლოგი მეცნიერულად შეისწავლის ყველა მონაცემს, დააკვირდება ტაძარში მიმდინარე შრობის პროცესს,მის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე კი კულტურის სამინისტრო სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.