შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან კიდევ ოთხი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
05.10.2022
უკან დაბრუნება
ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან კიდევ ოთხი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების ვიდეო ანგარიშებშია აღნიშნული. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში უკვე 50 დასახლებულ პუნქტზე მეტია დეოკუპირებული. რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ევპატორიაში კი, სამედიცინო დაწესებულებებს არ გააჩნიათ სამედიცინო აღჭურვილობა დაჭრილი ოკუპანტების სამკურნალოდ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ლუგანსკის ოლქიდან მამაკაცები, სამედიცინო კომისიის გავლისა და წვრთნის გარეშე, მობილიზაციის შემდეგ დაუყოვნებლივ იგზავნებიან იმ ქვედანაყოფების შესავსებად, რომლებმაც ყველაზე დიდი დანაკარგები განიცადეს. რა შეეხება ხერსონის ოლქს, გენშტაბის ცნობით, „დასახლებული პუნქტების დატოვებისას მტერი ახორციელებს ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და კერძო სახლებს დანაღმვას“.