შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ერთ-ერთი გამოცემა წერს
05.10.2022
უკან დაბრუნება
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ერთ-ერთი გამოცემა წერს. მისივე ცნობით, გარკვეული შეღავათები მიიღეს კვიპროსმა, საბერძნეთმა და მალტამ, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენდნენ, ვინაიდან რუსული ნავთობის დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნების ტანკერებს გადააქვს. ახალი პაკეტი ასევე უკრძალავს ევროკავშირის მოქალაქეებს რუსული სახელმწიფო კომპანიების დირექტორთა საბჭოებში შესვლას. გარდა ამისა, პერსონალური სანქციები უწესდება ადამიანებს, „რომლებიც ვლადიმირ პუტინს საომარ მოქმედებებში ეხმარებიან“. სავარაუდოდ, რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი 5 ოქტომბერს იქნება შეთანხმებული