სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე უკრაინის სასამართლოში გასამართ სასამართლო პროცესზე საუბრობს
04.10.2022
უკან დაბრუნება
სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე უკრაინის სასამართლოში გასამართ სასამართლო პროცესზე საუბრობს. ,,არ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს, უკრაინის სასამართლომ სააკაშვილის გადაყვანის განჩინება მიიღოს-' აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე. მისივე თქმით, უკრაინის სასამართლოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. ,,საქართველოს ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული, გააგზავნიან თუ არა სააკაშვილს უკრაინაში. თუ საერთაშორისო კონვენციებით ვიმსჯელებთ, ხელისუფლებას შეუძლია ეს შეასრულოს'---- აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.