ნატომ გააფრთხილა ალიანსის წევრი ქვეყნები, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინის საზღვარზე ბირთვული იარაღის გამოცდა ჩაატაროს
04.10.2022
უკან დაბრუნება
ნატომ გააფრთხილა ალიანსის წევრი ქვეყნები, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინის საზღვარზე ბირთვული იარაღის გამოცდა ჩაატაროს და დაანახოს ყველას, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზადყოფნაშია გამოიყენოს იგი, ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსნების თქმით, ნატო თვლის, რომ შავ ზღვაში რუსეთმა შეიძლება მხოლოდ ტესტირება ჩაატაროს. თუმცა დარგის სპეციალისტების ვარაუდით არ არის გამორიცხული რუსეთმა ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს მსგავსი ქმედება დიდ რისკებს შეუქმნის თავად რუსეთს და მსგავსი შეცდომის შემთვევაში, შეიძლება, მისი ქალაქები დააზარალოს, – იტყობინება The Times-ი.