რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსია კანონიერად ცნო
04.10.2022
უკან დაბრუნება
რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსია კანონიერად ცნო. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში გრანდიოზული ცერემონია მოაწყო, სადაც ყალბი რეფერენდუმების შემდეგ, დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ანექსიის შესახებ განაცხადა.
პარალელურად, მობილიზაცია გრძელდება რუსეთის ფედერაციაში. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, სამობილიზაციო ღონისძიებები ტარდება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ოკუპანტები აქტიურად ადგენენ გასაწვევი პირების სიებს. გარდა ამისა, როგორც მედია წერს, რუსებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე საბუთების გადამოწმება გაამკაცრეს.