2023 წლის 1 იანვრიდან, ავტომანქანის რეგისტრაციისა და ნომრის ფასი იზრდება
04.10.2022
უკან დაბრუნება
2023 წლის 1 იანვრიდან, ავტომანქანის რეგისტრაციისა და ნომრის ფასი იზრდება. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს საქართველოს მთავრობამ მიმართა.კანონპროექტის მიხედვით:
ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია 35 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება.
ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის საფასური, მათ შორის დაკარგული ან დაზიანებული ნომრის აღდგენა 35 ლარის ნაცვლად 80 ლარით განისაზღვრა.
კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა, რომლის განცხადებით მოქალაქეებისთვის გაზრდილი სერვისის საფასური სახელმწიფო ბიუჯეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შემოსავალს გაზრდის. ამით კი საპატრულო პოლიციის რესურსები მოიმატებს, რაც მათ ეფექტურ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.