შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკაკი წერეთლის უნივერსიტეტსა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტს შორის 10 წლიანი პარტნიორული ურთიერთობა დასრულდა
04.10.2022
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტსა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტს შორის 10 წლიანი პარტნიორული ურთიერთობა დასრულდა. ღონისძიებას იენის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები დაესწრნენ. სტუმრებს რექტორმა როლანდ კოპანიანმა მადლობის სიგელები გადასცა. იენის უნივერსიტეტსა და წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა გაცვლითი პროგრამები, რითაც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობება ჰქონდათ.