უკრაინაში ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ტერიტორიების რაოდენობა იზრდება
04.10.2022
უკან დაბრუნება
უკრაინაში ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ტერიტორიების რაოდენობა იზრდება. ქვეყნის დამცველებმა ეროვნული დროშა, დონეცკის რეგიონის კიდევ ერთ დასახლებაში, სვიატიგორსკში აღმართეს, მანამდე კი, კონტროლი დაიბრუნეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ლიმანზე.
ოკუპანტებისგან იწმინდება დროებით ოკუპირებული ხერსონის დასახლებებიც. რაც იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი არ ფლობს ხერსონის სრულ ტერიტორიას, რომლის ანექსირების შესახებაც ვლადიმერ პუტინმა პარასკევს განაცხადა.
ოპერატიული სარდლობის - „სამხრეთის“ ცნობით, გასული დღე- ღამის განმავლობაში, უკრაინის დამცველებმა მოწინააღმდეგის პოზიციებს 9 დარტყმა მიაყენეს, შედეგად, მტრის 60 ერთეულზე მეტი ტექნიკა განადგურდა,