"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც "ხალხის ძალას" შეუერთდა ტელევიზია "პოს ტვ"-ის წილების 52% იყიდა
04.10.2022
უკან დაბრუნება
"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც "ხალხის ძალას" შეუერთდა ტელევიზია "პოს ტვ"-ის წილების 52% იყიდა. ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების "სიმართლით აღჭურვა" ესახებათ.
სუბარის განცხადებით, ეს გარემოება მოძრაობას ხელს შეუწყობს, რათა მათი სათქმელი საზოგადოებამდე მივიდეს.
გავრცელებული ინფორმაციით პოსტ ტვი-ს ტოვებს შალვა რამიშვილი.