2022 წლის 24 თებერვლიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭების მოთხოვნით რუსეთის მოქალაქეების მიერ 3283 განცხადება შევიდა
04.10.2022
უკან დაბრუნება
2022 წლის 24 თებერვლიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭების მოთხოვნით რუსეთის მოქალაქეების მიერ 3283 განცხადება შევიდა, საიდანაც 2009 დაკმაყოფილდა, 708-ს უარი ეთქვა, ხოლო 89 განცხადება განხილვაშია. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა რუსეთის 952-მა მოქალაქემ,მოკლევადიანი ბინადრობის უფლება 714-მა პირმა, ხოლო ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის უფლება 295-მა ადამიანმა ითხოვა. 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციის 13 624-მა მოქალაქემ საქართველოში ბინადრობის უფლება მოითხოვა, საიდანაც 11 266-ის განცხადება დაკმაყოფილდა, 1229 პირს კი, უარი ეთქვა.