შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რუსეთის აგრესიის 222-ე დღეს უკრაინა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას განაგრძობს
03.10.2022
უკან დაბრუნება
რუსეთის აგრესიის 222-ე დღეს უკრაინა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას განაგრძობს. დონეცკის ოლქის სტრატეგიულ ქალაქ ლიმანის გათავისუფლების შემდეგ ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული ხერსონის რამდენიმე დასახლებული პუნქტის დაიბრუნეს, სადაც გასულ კვირას რუსეთთან მიერთების შესახებ ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი ჩატარდა. ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ქვეყნის სამხრეთით მტრის Ka-52 ტიპის ვერტმფრენი, 40 ოკუპანტი და 2 ტანკი გაანადგურეს. მათივე ცნობით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ერთ დღეში 340-ზე მეტი საცეცხლე ამოცანა შეასრულეს.